მივიწყებულ შენობებში ხშირად მღრღნელები და პარაზიტები დაისადგურებენ ხოლმე და გადარჩენისთვის იბრძვიან, თუმცა პარაზიტული ბუნებიდან გამომდინარე, შემდეგ თავადვე ანგრევენ საკუთარ საცხოვრისს. ასეა ყველგან, მოუვლელ ტანსაცმელს, ეზოს, ფაბრიკა-ქარხნებს, ქალაქებს იგივე ემუქრება. როდესაც საზოგადოებაში ჯანსაღი მიზნები ქრება, მაშინ გონებას პარაზიტი აზრები დაეუფლება. მათი უცხო სხეულში არსებობა თითქოს დიდ მეჯლისად გადაიქცევა, რომელიც მხოლოდ თვითგადარჩენისთვის იბრძვის.
რეჟისორი: კოკო როინიშვილი
დეკორაციის მხატვარი: ბარბარა ასლამაზი
კოსტუმების მხატვრები: სანდრო მარგველაშვილი, ხატია სირაძე
ქორეოგრაფი: თინათინ წულაძე
მუსიკალური გამფორმებელი: ზურაბ გაგლოშვილი
მონაწილეობენ: ირაკლი ჩხიკვაძე, გიორგი კიკნაძე, ანი იმნაძე, თეკლა ჯავახაძე, ნოდარ ძოწენიძე, ნანუკა კუპატაძე, აკო გოგელია.