ჩვენ ვართ "ქალაქის თეატრი", სრულიად დამოუკიდებელი მულტიფუნქციური სივრცე, რომელსაც ჩვენი ხელით ვაშენებთ და უკვე მეორე წელია ვცდილობთ, საქართველოში შევქმნათ სივრცე, სადაც თეატრის მოყვარულ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოვიდნენ ჩვენთან და ახლოდან გაეცნონ თეატრის შიდა სამზარეულოს, ნახონ და გაიგონ ყველაფერი რაც აინტერესებთ, კულისები , მზადების პროცესი. სწორედ აქედან წამოვიდა თეატრის სახელის იდეაც. ხელოვნების პროფესიონალ და გამოცდილ წარმომადგენლებთან ერთად დამწყები ხელოვანებისთვის ჩვენი სივრცე მუდმივად ღიაა. სპექტაკლების მხატრულად გაფორმებაში , კოსტიუმების შექმნაში აქტიურად არიან ჩართულები სტუდენტები , რომლებიც ჩვენთან დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს .სტუდენტი რეჟისორები, თეატრის მხატვრები, მსახიობები და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.ასევე გვყავს მოხალისეები ,რომლებიც უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებში იღებებენ მოწილეობას და მათი უმრავლესობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტია.
"ქალაქის თეატრი"-სთვის თბილისის შუაგულში, თამარ მეფის გამზირზე მდებარე ყოფილი თამბაქოს ფაბრიკის ისტორიული შენობა შევარჩიეთ. თეატრის შენობის ბაზრის ტერიტორიასთან სიახლოვე საზოგადოების ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომობისა და მრავალფეროვნების ჩანაფიქრს ეხმიანება. ჩვენი თეატრი გააგრძელებს სახალხო დღესასწაულის ტრადიციას, ისეთივე გულღიაობით და ტოლერანტულობით როგორიც თბილისია. სივრცემ უკვე დაიმსახურა, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მაყურებლის ყურადღება. ეს უკანასკნელი კი ძალიან მნიშვნელოანია, რადგან ამით ხელს შევუწყობთ ქვეყნის და ქალაქის განვითარებას, როგორც სახელოვნებო, ასევე ამ სფეროს მენეჯმენტის მიმართულებით.
2022 წლის 2 და 3 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა თეატრი, წარმატებით შედგა პირველი პრემიერა, თინათინ წულაძის სადებიუტო, ქორეოგრაფიული სპეკტაკლისა "მარკეტი" , ასევე წარმატებით შედგა პრემიერები "კობა"- გიორგი კიკნაძე , კოკო როინიშვილი, "რას მალავენ ქალები"- მარშა ნორმანი , "ბერსერკები II - მზიანი მხარე" , "ლურჯი ფრინველი"-მორის მეტერლინკი, "ლინეინი სილამაზის დედოფალი"- მარტინ მაკდონა, "კარზეა სიკვდილი"- ვუდი ალენი, "ბრძოლა"- ჰაინერ მიულერი.
შემოდგომაზე ვუმასპინძლეთ პოლონელ სტუმრებს, რომლებმაც სპეკტაკლი, "სეინის ქრონიკები" წარმოადგინეს. მივიღეთ მონაწილეობა საკმაოდ პრესტიჟულ, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში სპეკტაკლით "მარკეტი" და მივიღეთ მოწვევა ისრაელის თეატრალურ ფესტივალზე.
ჩვენს გალერეაში გაიმართა ორი გამოფენა, ბარბარა ასლამაზის პროექტისა "ნორა" და ნიაკო ეზიაშვილის ნამუშევრების. მონაწილეობა მივიღეთ კომედიის საერთაშორისო ფესტივალში, რომლის ჩვენებაც 11 ნოემბერს გაიმართა.
ვფიქრობთ ახალგაზრდა, დამოუკიდებელი ხელოვანებისთვის და ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დამწყებ და უკვე გამოცდილ ხელოვანებთან თანამშრომლობა, მათთვის კი ჩვენი სივრცე მუდმივად ღიაა.
ჩვენი Facebook გვერდი - https://www.facebook.com/CityTheatreTbilisi