პრემიერა
ღონისძიება დასრულებულია!

ᲐᲦᲬᲔᲠᲐ

რეჟისორი: ადრიან ჯურჯეა 
მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე 
ვიდეოგრაფი: ალექსეი ივანოვსკი
მთარგმნელი: ვალერი ოთხოზორია

მსახიობები: ზუკა პაპუაშვილი, ნინა ლორთქიფანიძე, მარია გიორგობიანი, ირაკლი ჩხიკვაძე, გიორგი კიკნაძე, ნოდარ ძოწენიძე, ნიკა გუგუნავა, ნათია ჩიკვილაძე, ქეთი გიორგაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ეთო რასელი, აკო გოგელია, ნინი ნოზაძე, ჯონათან რასელი და ნიკა გვაზავა.

რუსეთში აკრძალეს, მაგრამ საქართველოში დაიდგა! ტბა უბრალოდ პიესა როდია, ტბა დიაგნოზია. უსახელო ტბის მდუმარე ნაპირზე სულები შიშვლდებიან. აღიარებული რუსი დრამატურგი და დისიდენტი - მიხეილ დურნენკოვი ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა და სულისშემძვრელ დრამას გვთავაზობს - პოეტური ყვინთვის სიმწარეს, მორალური ძალისხმევის, გადარჩენისთვის ბრძოლისა და თვითშეწირვის ბნელ წყლებში... სასოწარკვეთილი მამა გაუგონარის წინაშე აღმოჩნდება: შეუძლია თუ არა სასიკვდილოდ გაიმეტოს სხვა ბავშვი, რათა გადაარჩინოს საკუთარი გოგონა? ტრავმირებული ჯარისკაცი ომის მოუქანცავ მანქანას გაურბის... ქალი ცდილობს აკრძალული სიყვარულის ფრთებს შეეხიზნოს, რათა ცხოვრების აუტანელი ტკივილი დაიცხროს... ყოველი პერსონაჟი და ამბავი მარჯნის რიფზე შედმგარ ხომალდს ჰგავს, გარშემო ღრმა და მუქი წყალია, არა არჩევანი, არა ნუგეში, მაშ, რაღას ნიშნავს ამ წყვდიადში ადამიანად ყოფნა, როცა გარშემო მხოლოდ ძრწოლა და შიში ელავს? დურნენკოვის ტბა ჩვენი დროის უზადო სარკეა: ლამაზი, აუტანელი, და ძალიან მყიფე... მოდი და ფრთხილად ჩაიხედე!...