გასაგრძელებლად აირჩიე ადგილები
ათასობით წლის წინ დედამიწაზე ცხობრობდნენ ადამიანები, მათ ეგოიზმისა და გულგრილობის გამო გაანადგურეს მთელი დედამიწა. ისინი გაგადაიქცნენ ურჩხულებად, რომლებიც ერთმანეთს კლავდნენ. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დარჩა, რომლებიც იმალებოდნენ მიწისქვეშ. მათ უარვყვეს წარსული საკუთართავს არსებები უწოდეს და მას შემდეგ არ უნახავთ არც ცა, არც მზე. თუმცა შორეული ლეგენდა ამბობდა რომ დაიბადებოდა არსება რომელიც სულში შეინარჩუნებს სინათლეს და შეძლებდა იმედის ვარსკვლავის აანთებას. ამბავი მოგვითხრობს პატარა ბიჭზე და მის მეგობრებზე რომლებმაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში აღმოაჩინეს სიმართლე და დაამტკიცეს რომ სულს ვერავინ დაატყვევებს, შესაბამისად სიმართლისთვის ბრძოლა მუდამ ღირს. სპექტაკლი გაჯერებულია როგორც სოლო ასევე ანსამბლური, საგუნდო და ქორეოგრაფიული ნომრებით. რეჟისორი -ანუკი ხიდეშელი კომპოზიტორი-ნატალია თოთიბაძე მხატვარი-გიორგი უსტიაშვილი ქორეოგრაფი-ქეთი ასათიანი არანჟირების ავტორი- ლევან აბშილავა პროექტის მენეჯერი- თამარ ბერიაშვილი დირექტორი- ირინა სიყმაშვილი